ქსელური ტექნოლოგიები
CCNA — ქსელების საფუძვლები
ქსელური ტექნოლოგიების საფუძვლები და Cisco მოწყობილობებზე მუშაობა — პირველი ნაბიჯიდან პრაქტიკამდე.
ვისთვის არის ეს კურსი
მათთვის, ვინც ქსელურ ტექნოლოგიებში პირველ ნაბიჯებს დგამს და ქსელის აგების ლოგიკის გაგება სურს.
რა ცოდნა დაგჭირდება
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა. ქსელის ადმინისტრირების გამოცდილება საჭირო არ არის.
რას შეძლებ სწავლის შემდეგ
- შეადარებ როუტერისა და სვიჩის ფუნქციებს
- დაგეგმავ IPv4 მისამართებსა და ქვექსელებს
- წაიკითხავ ქსელის ტოპოლოგიას
- ეტაპობრივად შეამოწმებ კავშირის პრობლემებს
სასწავლო პროგრამა
პროგრამის წინასწარი მონახაზი — ჯგუფის საბოლოო განრიგი დაზუსტდება რეგისტრაციის გახსნისას.
01 · როგორ მუშაობს ქსელი
მოწყობილობები, ქსელის ტიპები, OSI და TCP/IP მოდელები. პაკეტის გზა წყაროდან დანიშნულებამდე.
02 · IP მისამართები და ქვექსელები
IPv4, ქსელის ნიღაბი, ქსელისა და ჰოსტის ნაწილი. მისამართების განაწილების სავარჯიშოები.
03 · კომუტაცია და VLAN
MAC მისამართები, კომუტაციის ცხრილი და ქსელის ლოგიკური დაყოფა. VLAN-ის დაგეგმვა.
04 · მარშრუტიზაციის საფუძვლები
მარშრუტების ცხრილის კითხვა, ნაგულისხმევი კარიბჭე და სტატიკური მარშრუტების ლოგიკა.
05 · შემაჯამებელი პრაქტიკა
მცირე ქსელის გეგმა, მოწყობილობების დაკავშირება და პრობლემის დიაგნოსტიკის თანმიმდევრობა.